როგორც წინა სტატიებში აღვნიშნავდით, იმედი გახლავთ გამოხატულება
თვითრწმენის სიჭარბის, რომელიც ადამიანებს მომავლისაკენ უბიძგებს და სხვებთან ურთიერთობას
უადვილებს. იმედის ძირითადი ზონა აზიის კონტინენტია. პირველად უახლოეს ისტორიაში თანამდეროვეობა
და მოდერნიზაცია მხოლოდ ვესტერნიზაციას, ე.ი. მიბაძვასა და იმიტაციას აღარ უკავშირდება. მოდერნიზაციის ახალი სკოლა ყალიბდება და მომდინარეობს უკვე აზიიდანაც.
ბოლო 30 წელზე მეტია, რაც ჩინეთი და ბოლო 20 წელია ინდოეთიც
- ეს ორი აზიური გიგანტი - დაახლოებით 10%-იანი წლიური ეკონომიკური ზრდის ტემპით
ხასიათდებიან და მსოფლიოს დომინანტ სახელმწიფოთა რიცხვში შედიან. ჩინდია, როგორც მათ ხშირად უწოდებენ, არის
აზიის ორი სწრაფად განვითარებადი დემოგრაფიული გიგანტი.
ისინი ერთმანეთისაგან საკმაოდ განსხვავებული სახელმწიფოები
არიან და ჩინეთი ეკონომიკურად 2-ჯერ მძლავრია ინდოეთზე. მაგრამ მათი საშუალო ფენის
სტატუსს მიღწეული მოსახლეობის რაოდენობა თითქმის თანაბარია - 400 მილიონი ჩინეთში და
400 მილიონი ინდოეთში. მათი შეკრებით ვიღებთ 800 მილიონიან ერთეულს - მსოფლიო გიგანტს,
რომელიც ცვლის საერთაშორისო ეკონომიკურ და სტრატეგიულ წესრიგს. მოსალოდნელია მიმდინარე
დეკადის მანძილზე ამ რიცხვისათვის ახალი 1 მილიარდი საშუალო ფენის დამატება და ასეული
მილიონობით ამ ქვეყნებში მცხოვრებ დანარჩენი მოსახლეობის ამოსვლა სიღატაკიდან.
ფართო გაგებით, რაღა თქმა უნდა ჩინდია გულისხმობს ორ
ძლიერ განხვავებულ ცივილიზაციას და ორივე საკმარისი თვითრწმენითა და იმედიანობით აღსავსეა,
რათა დანარჩენ სამყაროსთან ღია ურთიერთობებში შევიდეს როგორც ეკონომიკურად, ასევე კულტურულადაც.
მხოლოდ შეშინებულ და საკუთარი თავისადმი ნაკლები რწმენის მქონე ერებს სჩვევიათ ჩაკეტვა,
რათა თავიდან აიცილონ უცხოური ზეგავლენა. თვითრწმენა და კულტურული ჩაკეტილობის დაძლევა
პირდაპირ დაკავშირებული ერთმანეთთან. მაგრამ, ამავე დროს, თვითრწმენა, რასაც ჩინდია
განიცდის სპეციფიურია და ჩინეთის შემთხვევაში იგი არ ვრცელდება პოლიტიკურ სფეროზე.
ეს გასაგებიცაა, რადგან ჩინეთის პოლიტიკურ ლიდერებს არ აქვთ მთლად სრული გაგება თავისუფლების
და დემოკრატიის და წინააღმდეგობრივი ლოიალურობა ორივე სისტემის - კომუნიზმისა და კაპიტალიზმისადმი
დიდხანს შენარჩუნებადი არ არის. პროგრესის განცდა მკვიდრდება ჩინეთის მილინობით ღატაკ
ფენებშიც, სადაც შიმშილს, სიბრაზეს და სასოწარკვეთოლებას ასევე იმედის ემოცია შეცვლის.
იმედის ზონას სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის სხვა სახელმწიფოებიც
განეკუთვნებიან: კამბოჯა, ბრუნეი, ლაოსი, ვიეტნამი, ტაილანდი, იდონეზია, მალაიზია,
ფილიპინები, სინგაპური, ტაივანი, სამხრეთ კორეა, ასევე სამხრეთ აფრიკა, თურქეთი ბრაზილია. მაგრამ იმედის ზონის ძირითადი ბინადარი მაინც ჩინეთი
და ინდოეთია. მათი ეკონომიკური პროგრესი შთამბეჭდავია, მიუხედავად იმისა, რომ მათ საზოგადოებაში
ასევე შთამბეჭდავი ობიექტურად წარმოდგენილი პოტენციური სიძნელეები და წინააღმდეგობებია.
ორივე ქვეყანა წარმოადგენს უნიკალურ და ამავე დროს განსხვავებულ მაგალითს.
ჩინეთის მსოფლიო ავანსცენაზე ასეთი სისწრაფით დაბრუნება აჩენს უზარმაზარი სიამაყისა
და თვითრწმენის განცდას. უკიდურესად ნათელია კონტრასტი 30 წლის წინანდელ და დღევანდელ
ჩინეთს შორის.
ჩინეთი დედამიწაზე ყოველთვის ყველაზე მრავალრიცხოვანი
ქვეყანა იყო და აქედან გამომდინარე, მის მმართველებს გამუდმებით აწუხებდათ სოციალური
და ეკონომიკური ქაოსის შიში. სწორედ ამის საპასუხოდ ჩამოყალიბდა ჩინეთში კულტურა და
სისტემა, სადაც ინდივიდი ყოველთვის ექვემდებარებოდა კოლექტიურ ნებას და მის ლოგიკას.
ჩინეთის ტერიტორიის ზომამ სხვა მნიშვნელოვანი კუთხითაც იმოქმედა ეროვნული ფსიქიკის
ჩამოყალიბებაზე. საკუთარ თავზე შექმნილი წარმოდგენა, როგორც დედამიწის ე.წ. ცენტრალური
იმპერიისა - ”Middle
Empire“ არ გულისხმობდა მხოლოდ მარტივ გეოგრაფიულ ცენტრს, არამედ ასევე რწმენას,
რომ ჩინეთი გარკვეულწილად იყო სამყაროს მთავარი მიზიდულობის ცენტრი. მაგრამ, მაგალითისათვის,
რუსეთისაგან განსხვავებით, ეს უზარმაზარი და საკუთარ ძალებში დარწმუნებული იმპერია
არ მოითხოვდა გაფართოებასა და ექსპანსიას იმისათვის, რომ ეარსება და განვითარებულიყო.
ჩინეთის დიდი კედელი, პირიქით, ჩინეთის, როგორც გარკვეული თვალსაზრისით ნაკრძლის დამცავ
ფუნქციას ასრულებდა. ჩინეთს ასევე არ სჭირდებოდა სხვა ხალხების დაპყრობა-დამორჩილება
იმისათვის, რომ თავი განსაკუთრეულად და მნიშვნელოვნად ეგრძნო. რაღა თქმა უნდა ჩინეთი
გაფართოვდა მაგრამ მისი ტერიტორიული ზრდა ხდებოდა არა იმდენად სამხედრო ძალის გამოყენებით
რამდენადაც დემოგრაფიული ექსპანსიით. მაგალითად ჩინელების მასიური შედინება ტიბეტსა
და ქსინჯუანის ანუ ჩინეთის თურქისტანის პროვონციაში. აქტიური დემოგრაფიული ექსპანსია მიმდინარეობს ცენტრალურ აზიაშიც. მარტო ყაზახეთში ჩინელები თითქმის ნახევარი მილიონია.
ასევე ციმბირში, თუმცა ისიც გასათვალისწინელებელია, რომ ჩინელთა რიცხვი თითქოს კლებულობს
თავად ჩინეთში არსებული მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების გამო.
წინა სტატიაში ჩინეთის ასეთი სწრაფი აღმასვლა და მსოფლიო წესრიგის ხელახალი გადალაგება შევადარეთ
მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გერმანიის დაწინაურებას და აქვე
ვთქვით, რომ ასეთი დიდი ცვლილება, ერთი დიდი დომინანტი ქვეყნის დაწინაურება და გლობალური გეოპოლიტიკური დაფის ცვლილება ისტორიულად ომის მიზეზი ხდებოდა ხოლმე.
დღეს მინდა ასევე დავძინო, რომ მრავალი მკვლევარის აზრით მეტოქეობა ჩინეთს, ინდოეთსა და იაპონიას შორის არ ჩამოაყალიბებს აზიის მომავალს ისე, როგორც ჩამოაყალიბა ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს განლაგება მეტოქეობამ დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიასა და რუსეთს შორის.
განსხვავება მაშინდელ გერმანიასა და დღევანდელ ჩინეთს შორის გაცილებით მეტია, ვიდრე მსგავსება. ახლადგაერთიანებული გერმანია მაშინ იყო სუპერსახელმწიფო გამუდმებით სიჩქარის განცდაში იყო, განსაკუთრებით ბისმარკის წასვლის შემდეგ. გერმანია საკუთარ უსაფრთხებაში მთლად თვითდაჯერებული არ იყო. ჩინეთი კი, მისგან განსხვავებით აღმავალი სუპერსახელმწიფოა, რომლის დროის შეგრძნება გაცილებით ხანგრძლივ ვადიანია. მას არსად არ ეჩქარება, მან იცის, რომ გარკვეულწილად დრო მასსზე მუშაობს და ისტორია მის მხარესაა. იგი შორსაა თავის თავში ზედმეტად თავდაჯერებულობისაგან. იგი კარგად აცნობიერებს იმ უზარმაზარ წინააღმდეგობებს და მრავალჯერად პრობლემებს, რაც უნდა იქნეს მის მიერ დაძლეული შიდა განვითარების თვალსაზრისით. ჩინეთი უფრო მეტად ლუი ფილიპეს პრემიერ მინისტრის საფრანგეთს ჰგავს მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ხალხს რომ ეუბნეოდა ”გამდიდრდი და იყავი ჩუმად”. ეს ავტორიტარული კაპიტალიზმის მოდელია - ”ეკონომიკური კეთილდღეობა პოლიტიკური თავისუფლების სანაცვლოდ”. მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ კი ეს კონტრაქტი დაიძლევა? ჩინელები კვლავაც გააგრძელებენ ჩუმად ყოფნას თუკი მათი გამდიდრების პროცესი შეწყდება?
ეკონომიკურად წარმატებული და არადემოკრატიული ქვეყნების - როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი - აღმასვლა არის ნიშანი ჩინეთისათვის იმისა, რომ ავტორიტარული მოდელი არის მყარი და სიცოცხლისუნარიანი ალტერნატიული გზა თანამედროვეობისა და მოდერნიზაციისკენ.
აქ დგება კითხვა: რამდენად შესაძლებელია შენარჩუნდეს ჩინეთის ეს ჰიბრიდული დამოკიდებულება, სადაც დასავლური კაპიტალიზმი და ინდივიდუალური ეკონომიკური ამბიცია თანაცხოვრობს აღმოსავლური ტიპის ავტორიტარიზმთან? მოკლევადიანად ამ მოდელმა ფაქტია, რომ იმუშავა, მაგრამ გრძელვადიანად, ვშიშობ, რომ ეს არ იქნება შენარჩუნებადი.
ინდივიდუალური თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი ჩინეთის გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის გზაზე. მაგრამ ჩინელების აბსოლუტური უმრავლესობისათვის ინდივიდუალური თავისუფლება გაცილებით დაბალი ღირებულებაა. ისინი ძირიტადად მოითხოვენ მატერიალურ პროგრესს, მისაღებ საცხოვრებელ პირობებს საზღვარგარეთ მოგზაურობის თავისუფლებას. ჩინელები დაიღალნენ ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე არსებული სიღარიბით, დეფიციტით, არეულობებით, რაც კიდევ უფრო გართულებული იყო ხისტი იდეოლოგიით. ჩინელების უმრავლესობა ახლა მიილტვის პოლიტიკური დაწყნარებისა და ამოსუნთქვის პერიოდისკენ. მაგრამ მათ ასევე სურთ და ელიან, რომ სახელმწიფომ ისინი დაიცვას კორუმპირებული და არაეფექტური ადგილობრივი მმართველებისაგან. ამ მოთხოვნებს გარდაუვლად პოლიტიკური შედეგები მოჰყვება. და მაინც, პოლიტიკური ცვლილებები მეტად ნელი ტემპით მიიზლაზნება, რაც ძირითადად მზარდი საშუალო კლასის მოთხოვნების ზრდით არის განპირობებული.
დღეს არსებული კომბინაცია ეკონომიკურ პროგრესსა და პოლიტიკურ სტაგნაციას შორის გაგრძელდება, რამდენადაც იმედის განცდა იქნება დომინანტი საზოგადოებაში. ჩინეთის ხელმძღვანელობა ძირითადად ორიენტირებული ეკონომიკურ ზრდაზე, რათა შეინარჩუნონ მათი მმართველობის ლეგიტიმაცია მოსახლეობაში და ამით კონტრაქტი ”ეკონომიკური კეთილდღეობა პოლიტიკური თავისუფლების სანაცვლოდ” ჩინური საზოგადოებისათვის მისაღები იქნება.
რაც შეეხება ჩინეთის საერთაშორისო პოლიტიკას. მოვლენების განვითარების მიხედვით მათ მალე მიეცემათ შანსი დიპლომატიურ ასპარეზზე დაიკავონ ცენტრალური ადგილი - ისევე, როგორც ამერიკა წარმოჩინდა და დაიკავა ცენტრალური ადგილი 1905 წელს, როცა ამერიკამ ორგანიზება გაუწია სან-ფრანცისკოს კონფერენციას, სადაც წერტილი დაესვა რუსეთ-იაპონიის ომი. ჩინეთი მოთმინებით მოელის ამის ჩინურ ექვივალენტს.
როგორც ჩანს ჩინეთის გავლენა გარდაუვლად გამოიწვევს ამერიკის გავლენის შემცირებას, განსაკუთრებით სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში.
ჩინეთის გავლენის ზრდის შეფერხებას ამერიკა ორი მიმართულებით შეეცდება. პირველია გათვლა იმაზე, რომ კაპიტალიზმი და ეკონომიკური ზრდა აიძულებს ჩინეთს იაროს დემოკრატიული ზომიერებისაკენ. მეორე კი ინდოეთის გავლენის გაფართოებაა.
მოდით ახლა ინდოეთისაკენ გადავინაცვლოთ და ვნახოთ, რამდენად რეალურია ამერიკელების გათვლა ინდოეთის პოზიტიური გავლენის თაობაზე აზიაში.
თუკი ჩინეთი უბრუნდება მსოფლო სცენას - სადაც მას ადრეც ეკავა ადგილი - ინდოეთის შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ინდოეთის აღზევება ხდება პირველად ისტორიაში, ინდოეთი ამ ფორმით მხოლოდ უკანასკნელი 60 წელიწადია არსებობს. ინდოეთის შიდა წინააღმდეგობანი ისეთივე ღრმაა, როგორც ჩინეთის, მაგრამ ისინი განსხვავებული ხასიათისაა. ინდოეთის ლეგიტიმურ სიამაყეს - ”ყველაზე დიდი დემოკრატია მსოფლიოში”, მყარი ნიადაგი აქვს. ეს ისეთივე თეზად არის ქცეული ინდოეთში, როგორც ჩინენელების თეზა ”ყველაზე ძველი ცივილიზაცია მსოფლიოში”.
მაგრამ ინდოელების ეს საამაყო თეზა ცხოვრობს ინდოელების საკუთარი პოლიტიკური კლასის კორუფციულობასა და არაკომპეტენტურობით გამოწვეულ იმედგაცრუებასთან და ხელჩაქნილობასთან ერთად. მრავალი ინდოელი ინტელექტუალის მოსაზრებების თანახმად, ინდოეთის პოლიტიკური კლასი არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უარესთაგანი. რაღა თქმა უნდა თავისუფალი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და თავისუფალი პრესა მნიშვნელოვანი მონაპოვარია, მაგრამ ეს უპირატესობები ფერმკრთალდება კორუფციის ეროზიული ბუნებით. დემოკრატიის აზრი განა წარმოდგენს რამეს კანონის უზენაესობის გარეშე? სხვა დიდი სისუსტე ინდოეთის დემოკრატიისაა ასევე მისი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კასტური სისტემაა. მდიდარი ინდოელები ვერც კი ამჩნევენ და თავს არ იწუხებენ მილიონობით ადამიანზე ფიქრით, რომლებიც სიღატაკეში ცხოვრობენ, მათთვის ეკონომიკური ზრდა არის ყველაფერი და სოციალური სამართლიანობა - უმნიშვნელო.
ინდოეთში ნათლად ჩანს, რომ მოდერნიზაცია არ იწვევს ავტომატურად თანასწორობას. მაგრამ გასაოცარია ის, თუ რას მიაღწია ინდოეთმა დროის ესოდენ მოკლე მონაკვეთში.
შედარებისათვის, რთული მულტიეთნიკურობა პრულარისტული ინდოეთისა იყოს ერთი ძირითადი მიზეზი მისი დემოკრატიის არსებობის და სტაბილურობის. ამის საპირისპიროდ, ჩინეთის ცენტრალიზებული ხასიათი განაპირობებს გადაწყვეტილებების მიღების სისწრაფესა და ეფექტურობას და ამავე დროს იგი ჩინეთს ქაოსის სწრაფად გავრცელების საფრთხის ქვეშაც აყენებს, თუკი პოლიტიკური არასტაბილურობა წარმოიქმნება.
მიუხედავად მათი განსხვავებული პოლიტიკური სისტემებისა, ჩინეთი და ინდოეთი - იმედის ეს ორი იმპერია უჩვეულოდ მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან. ორივე ქვეყანამ უნდა გამოიყვანოს ასეულ მილიონობით ადამიანი უკიდურესი სიღატაკიდან, შეაჩეროს პოტენციური ეკოლოგიური კატასტროფა, აღმოფხვრას შიდსისა და სხვა გადამდებ დაავადებათა ეპიდემია, შეამციროს სხვაობა პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის (რომელიც მომწიფებულ დასავლურ დემოკრატიასაც კი უჭირს). ამ სხაობის შემცირება ინდოეთის არაორგანიზებული დემოკრატიისათვის და ადამიანის თავსუფლების დამრთგუნველი ჩინური ავტოკრატიისათვის შეიძლება გადაულახავ პრობლემად იქცეს.
იმედის კულტურა, რომელიც მილიონობით ჩინელსა და ინდოელს მომავლისადმი ოპტიმიზმითა და თვითრწმენით სჭვალავს, უმეტესწილად არსებობს არა მათი პოლიტიკური სისტემებისა და ხელმძღვანელების დამსახურებით, არამედ მათგან დამოუკიდებლად.
როგორც კი ჩინეთი და ინდოეთი მძლავრად გამოვლენ მსოფლიო ავანსცენაზე, ორივეს წინაშე დადგება უზარმაზარი კითხვა მათ შორის მომავალი ურთიერთობებისა და ასევე სხვა სუპერსახელმწიფოებთან მათი დამოკიდებულებების თაობაზე. ორივესთვის მტავარი სირთულე იქნება იმის გადაწყვეტა, თუ როგორი იქნება მათი ამერიკასთან, როგორც ყველაზე მთავარ და მნიშვნელოვან ზესახელმწიფოსთან ურთიერთობის პარამეტრები.
ინდოეთისა და ჩინეთის საერთაშორისო როლის ევოლუცია პირდაპირ არის დამოკიდებული მათ შიდა განვითარებასა და რეფურმების უნარზე. შეძლებს კი ჩინეთი დარჩეს გლობალური ეკონომიკის ზრდის მთავარი გენერატორის როლში, იყოს მსოფლიოს ყველაზე დიდი მოვაჭრე ქვეყანა თავისი შიგა პოლიტიკური სისტემის ევოლუციის გარეშე? რამდენი ხანი შეძლებს ინდოეთი იყოს მიმზიდველი მიმწოდებელი დასავლეთისთვის საქონლისა და მომსახურების კერძო და სამთავრობო კორუფციის აღმოფხვრის გარეშე?
როცა ჩინეთი და ინდოეთი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოებად ყალიბდებიან, მათ უნდა იკისრონ გაზრდილი პასუხისმგებლობაც, რაც გაზრდილი ძლაუფლების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ამ ურთიერთდამოკიდებულ სამყაროში საერთაშორისო წესებისა და ნორმების პატივისცემა არის აუცილებელი პირობა ამ გაზრდილი ძალისა და პასუხისმგებლობის.
მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე აზია გადაიქცა გაჭირვებისა და ომის კონტინენტიდან იმედის კონტინენტად. თუმც კი უნდა ვაღიაროთ, რომ იმედის ეს ფორმა ჯერ კიდევ მოკრძალებულია, იგი არ ეფუძნება დიდ, ამაღლებულ ხედვასა და ოცნებას მსოფლიო მშვიდობისა და თავისუფლების შესახებ. იმედის ეს ფორმა ჯერ მხოლოდ უბრალო ხედვაა მატერიალური კეთილდღეობის თანმიმდევრული გაუმჯობესების. მსოფლიოს მილიარდობით მშიერი მოსახლეობისათვის ეს მოკრძალებული ხედვა ცალსახად მიმზიდველია. მაგრამ იქნება კი ასეთი ვიწრო ხედვა საკმარისი გრძელვადიანად? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვათაგანი, რომელზეც 21-მა საუკუნემ უნდა გასცეს პასუხი.

No comments:
Post a Comment