დღევანდელ მსოფლიოში ბრძოლის შედეგი წყდება ეკონომიკის საომარ ველზე და არა სამხედრო შეჯახებების თეატრში. 21-ე საუკუნე იმ ერების იქნება, რომელთაც ეცოდინებათ თუ როგორ წარმართონ ეკონომიკური ბრძოლები. ამიტომ, თანამედროვე ერებს ესაჭიროებათ არა იმდენად სამხედრო გენერლები, არამედ უფრო მეტად ეკონომიკის გენერლები და მხედართმთავრები.
ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისზე, ევროზონის საკრედიტო კრიზისზე, ეკონომიკურ რეცესიაზე ანუ ეკონომიკის განვითარების ზრდის ტემპის დაცემაზე და ეკონომიკის შემცირებაზე.
ეკონომიკური რეცესიები ქარიშხლებს წააგავს, ქარიშხლებივით სხვადასხვა შკალიანია და ჩვეულებრივიდან კატასტროფულამდე მერყეობენ თავისი ამპლიტუდით.
ჩვეულებრივი ეკონომიკური რეცესია არის ბიზნესის განვითარების ციკლის ნაწილი და მას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბიზნეს-ორგანიზაციის, წარმოების ინვენტორი (უხეშად რომ ვთქვათ საწყობში არსებული ნაშთი) ამ პროდუქტზე არსებულ მოთხოვნაზე გაცილებით დიდია, ანუ, როდესაც მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას. ასეთ დროს კომპანიები კვეცენ წარმოებასა და მიწოდებას იქამდე, სანამ ზედმეტი ინვენტორი არ დაიცლება და გაიყიდება. ე.წ. მე-5 კატეგორიის ქარიშხალი, ურაგანი კი ისეთი რეცესიაა, როდესაც არა ნაშთია მეტი მოთხოვნაზე, არამედ როდესაც თავად მოთხოვნის კოლაფსი ხდება, როცა მომხმარებლები აღარ ხარჯავენ ფულს და როდესაც ბიზნეს-ორგანიზაციები წყვეტენ ინვესტირებას.
თუ ჩვენს წინაშეა ინვენტორის სიჭარბით გამოწვეული რეცესია, მაშინ ოპტიმალური პასუხი ასეთ რეცესიაზე უნდა იყოს აქტიური, მოკლევადიანი მაგრამ ეფექტური პროგრამებით გადასახადის შემცირება, საკრედიტო ნიხრის შემცირება, მონეტარული პოლიტიკის გაფართოება და ეკონომიკა კვლავაც შემობრუნდება. მაგრამ ურაგანი სულ სხვა შემთხვევაა, როდესაც მთავრობა უპასუხისმგებლოდ ხარჯავს და დეფიციტს ზრდის, მან უნდა ისესხოს, რათა დააბალანსოს ბიუჯეტი, რაც იწვევს სახსრების კერძო ინვესტიციებისაგან მოწყვეტას და კერძო ეკონომიკის შესუსტებას.
გლობალური რეცესიისა და ეკონომიკური კრიზისის ასახსნელად მოკლედ განვმარტოთ, რომ უკანასკნელ წლებში, საყოველთაო კეთილდღეობის ხანაში, როდესაც განვითარებადი დიდი ქვეყნების ეკონომიკა სწრაფად განვითარდა, ამან გამოიწვია ამერიკაში კაპიტალის მასობრივი შემოდინება უკეთესი ბიზნეს გარემოსა და უხიფათო საინვესტიციო გარემოს გამო. ფული მიედინებოდა ამერიკუოლ დიდ ბანკებში და ასევე სამშენებლო ინდუსტრიაში. ამან გაადვილა კრედიტის აღება როგორც ინდივიდუალური პირებისათვის, ასევე კერძო ბიზნესებისათვის. გაადვილდა სამომხმარებლო კრედიტების მიღება მანქანებზე, სახლებზე და სხვა ნივთებზე. ხშირ შემთხვევაში კრედიტის ამღებნი პირველად ყიდულობდნენ მანქანას ან სახლს. ანტერპრენიორებისათვის გაადვილდა საქმის დაწყება და დამატებითი სამუშო ადგილების შექმნა.
სამწუხაროდ, იოლმა კრედიტმა და მცდარმა შეხედულებამ იმაზე, რომ საცხოვრებელ სახლებზე ფასები მომავალში მხოლოდ გაიზრდებოდა, განაპირობა გაუმართლებელი ეკონომიკური დაგაწყვეტილებანი. ბანკები კრედიტებს გასცემდნენ სრულფასოვანი კვლევების ჩატარების გარეშე. ბევრმა ისეთი დიდი სესხი აიღო, რომლის გადახდის არავითარი საშუალება არ ჰქონდა და იყო მხოლოდ იმის იმედად, რომ ამ სესხით იგი სახლს იყიდდა, რომლის ფასიც სწრაფად გაიზრდებოდა და ვალსაც თანხის ნამატიდან გადაიხდიდა. სახლებზე ფასების ირგვლივ არსებული ოპტიმიზმი სამშენებლო ინდუსტრიაში ინვესტიციებს ზრდიდა და სახლების რაოდენობაც იზრდებოდა. შეიქმნა დიდი ბუშტი - მოწოდებამ გადააჭარბა მოთხოვნას, ეს ბუშტი უცებ გასკდა და დაიწყო პანიკა. სახლის მფლობელები უფრო დიდი სესხის გასტუმრების წინაშე აღმოჩდნენ, ვიდრე მათი სახლის ღირებულება იყო. არასათანადო საფინანსო რეგულირებამ განაპირობა ამ ბუშტის გაზრდა და ეკონომიკის ხელოვნური ზრდა ზედმეტად იოლი კრედიტის მიწოდებით. სახლებისა და საფინანსო გარიგებების ბუშტის გახეთქვამ გამოიწვია დომინოს ეფექტი დანარჩენ ეკონომიკაზე და ფინანსური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდა.
ევრო - ბერძნული ეპსილონის სიმბოლო მიმიქცევაში1999 წლიდანაა და ძირითადი იდეა გახლდათ შემცირებულიყო საერთაშორისო ვაჭრობის ხარჯი, ეკონომიკის რყევების არიდება, ტურიზმის განვითარება.
რა მოხდა?!
უმრავლესმა მთავრობებმა ყოველწლიურად დეფიციტური ბიუჯეტის შემოტანა დაიწყეს - ხარჯავდნენ მეტს, ვიდრე მათი შემოსავალი იყო. ვალი ეროვნულ შემოსავალთან ფარდობაში გაიზარდა. კრედიტორებს კი მყარი რწმენა უნდა ჰქონდეთ იმისა, რომ ქვეყანა ამ კრედიტებს დააბრუნებს, სხვა შემთხვევაში საპროცენტო ანარიცხები გაიზრდება და კრედიტი ძვირდება.
საბერძნეთის, ირლანდიის, პორტუგალიის ბონდებზე ანუ ვალზე პროცენტი აიწია 4%-დან 18%-მდე. გერმანიის ვალზე კი პროცენტი პირიქით, დაიწია. საბერძნეთის ვალმა მიაღწია 340 მილიარდს, ერთ სულ მოსახლეზე 31 000 ევრო, და ეს მაშინ, როდესაც საშუალო ხელფასი 26 000 ევროა. თუ საბერძნეთი ამ ვალს ვერ გადაიხდის, მაშინ საფრანგეთი და მისი ბანკები კარგავენ 57 მილიარდს, გერმანია - 34 მილიარდს, დიდი ბრიტანეთი - 5 მილიარდს, ამერიკა - 8 მილიარდს, იტალია - 4 მილიარდს.
სარკოზის განცხადებით ევროპა ასეთი რისკისა და საშიშროების წინაშე არასოდეს მდგარა. ევროკავშირის ლიდერები ემზადებიან ბრიუსელის სამიტისათვის, სადაც ისინი ეცდებიან ევროზონის საკრედიტო კრიზისის გადაჭრას. განიხილავენ როგორ განხორციელდეს საბიუჯეტო დისციპლინის აღსრულება ავტომატური საჯარიმო სანქციებით. განიხილება იმ სახელმწიფოების დაჯარიმება, ვინც ბიუჯეტის დეფიციტს გაზრდის.
გერმანია და საფრანგეთი მოითხოვენ ევროკავშირის ახალ შეთანხმება-ხელშეკრულებას, სადაც მათ შორის ინტეგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება და ახალი ფისკალური ნორმები მკაფიოდ იქნება გაწერილი.
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 1%-მდე ჩამოიყვანა. გერმანულ-ფრანგული გეგმა ითვალისწინებს შემდეგ შესწორებებს: 1) ევროპულ კომისია მიენიჭოს უფლება, დააჯარიმოს ის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც გადააჭარბებენ დაშვებულ ბიუჯეტის დეფიციტის ნორმას; 2) ევროზონის ყველა 17-ვე წევრმა შეიტანოს საკუთარ ეროვნულ კანონმდებლობაში ცვლილება და მოითხოვოს დაბალანსებული ბიუჯეტი; 3) ევროზონის ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ერთიანი კორპორაციული და საფინანსო სექტორის საგადასახადო სისტემა, რათა აღარ დარცეს განსხვავება მათ შორის გადასახადებში. მოკლედ, ისინი მოითხოვენ უფრო ღრმა ინტეგრაციას.
ამერიკის სახელმწიფო ვალის კრიზისი შეიძლება უფრო დიდი კრიზისში გადაიზარდოს. უკვე 15 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა 99% მათი წლიური ეროვნული შემოსავლის. შეიქმნა ორივე პარტიის წევრებისაგან დაკომპლექტებული 12 კაციანი სუპერკომიტეტი, რათა შეემცირებინათ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1,2 ტრილიონი დოლარით შემდეგი 10 წლის მანძილზე. ჯერ-ჯერობით ისინი ვერ თანხმდებიან და თუ ვერ შედგა შეთანხმება, მაშინ 2013 წელს ჩაირთვება ავტომატური შემცირების მექანიზმი და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ავტომატურად შემცირდება.
ევრო, როგორც ერთიანი ვალუტა შემოღებული იქნა 2002 წელს. ევროკავშირი გახდა ყველაზე დიდი სავაჭრო ზონა და სულ მალე ევრო დოლარის ძლიერი მეტოქე გახდა. მაგრამ პირველი დეკადის ბოლოს მაიური ბიუჯეტის დეფიციტმა მთელი რიგი პერიფერიულ ქვეყნებში ევროზონის სიმყარე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და შექმნა ევროზონის სახელმწიფო ვალის კრიზისი.
ამ კრიზისმა გამოკვეთა ევროკავშირის შიგნით ღრმა ეკონომიკური ურთიერთ დამოკიდებულება, მაგრამ, ამავე დროს არასაკმარისი პოლიტიკური ინტეგრაცია, რათა მოხდეს კოორდინირებული და ეფექტური ფისკალური და მონეტარული რეაგირება.
ევროზონის მდიდარი სახელმწიფოები თხოვენ უფრო სუსტ სახელმწიფოებს ეკონომიკურ მომჭირნეობას და ბიუჯეტის შემცირებას, რაც იწვევს სახალხო ამბოხსა და არეულობას, მთავრობების გადადგომას საბერძნეთში და იტალიაში. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელი ლიდერები ცდილობენ ევრო გადაარჩინონ, ბაზრის უნდობლობა ევროს მიმართ გრძელდება და მის მომავალს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
მოკლე ისტორია
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ჟან მონე, თანამედროვე ევროპის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა, ამტკიცებდა, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია იქნებოდა მტავარი ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტების აცილების საქმეში. მონე იყო მთავარი არქიტექტორი 1951 წელს დაარსებული ევროპული ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების. ამ შეთანხმების საფუძველზე გერმანია მიწვეული იქნა ქვანახშირის მოპოვებისა და ფოლადის გამოდნობის ერთობლივ ევროპულ საქმიანობაში. ეს გამორიცხავდა ორი ისტორტიული მეტოქის (საფრანგეთი, გერმანია) მიერ იარაღის დამოუკიდებლად წარმოების პერსპექტივას.
ევროს, როგორც საერთო ვალუტის აგება დაეფუძნა მონეს რწმენას, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია იყო ძირითადი ფაქტორი ევროპული მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, რომ ევროკავშირის შექმნისთვის საჭირო იყო ნაბიჯ-ნაბიჯ ეკონომიკური ინტეგრაცია, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს პოლიტიკურ ინტეგრაციაში გადაიზრდებოდა.
ერთობლივი ბაზარი

ევროპული ინტეგრაციის შემდეგი დიდი ნაბიჯი გადაიდგა 1957 წელს, როდესაც საფრანგეთი, გერმანია, ლუქსემბურგი, ბელგია, იტალია და ჰოლანდია გახდენენ რომის ხელშეკრულების ავტორნი და ამით შექმნეს საერთო ბაზარი და ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობა. საერთო ბაზარმა გააუქმა სავაჭრო ტარიფები და ამ ქვეყნებს შორის და დაიწყო მათი სწრაფი ეკონომიკური ზრდა. 1986 წელს უკვე 12 ქვეყანამ ევროპული ეკონომიკური თანბამეგობრობის წევრმა ხელი მოაწერა საერთო ევროპულ აქტს. ეს ქვეყნები იყო ბელგია, დანია, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ირლანდია, იტალია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი. ამით შეიქმნა შიდა ევროპული საერთო ბაზარი, რომელიც 1992 წლიდან ითვალისწინებდა კაპიტალის, საქონლისა და სამუშო ძალის ტავისუფალ გადაადგილებას.
ამ ნაბიჯმა სულ მალე გამოააშკარავა მონეტარული, სავალუტო კოორდინირების აუცილებლობა.

მაასტრიხტი და ევროკავშირი
1992 წელს მაასტრიხტის ხელშეკრულებამ ანუ ხელშეკრულებამ ევროკავშირის შექმნის შესახებ, შექმნა ევროკავშირი, რაც დღეს გვაქვს, ასევე ამანვე მიგვიყვანა 2002 წლის ევროს მიმოქცევაში გამოშვებამდე.
დღეისათვის ევროკავშირში 27 წევრია, ხოლო ევროზონაშ - 17 წევრი. მაასტრიხტმამ ცამოაყალიბა ის კრიტერიუმები, რომლითაც ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ შეუერთდნენ ევროზონას. ყველა ქვეყანამ, შესვლამდე, საკუთარი ფინანსური სახლი წესრიგში უნდა მოიყვანოს: ინფლაცია არ უნდა ჰქონდეს 1.5%-ზე მეტი წელიწადში, ბიუჯეტის დეფიციტი არაუმეტეს 3%-ისა მთლიანი შიდა პროდუქტის, ვალისა და ეროვნული შემოსავლის ფარდობა არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს.
ამ კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად მრავალმა ქვეყანამ ბიუჯეტის ხარჯვის მკაცრი შემცირებისა და ამავე დროს გადასახადების გაზრდის გზა გამოიარა. მაგრამ რეალობაში ამ ნორმებისა და კრიტერიუმების მკაცრი გატარება არ იყო განხორციელებული. ხშირად თვალიც დახუჭეს, რათა ქვეყნებს ეს ბარიერი გადაელახათ და დაეკმაყოფილებინათ ეს მოთხოვნები.
ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობის დამფუძნებელი წევრები, როგორიც იყო გერმანია და სხვები დაინტერესებულნი იყვნენ შეექმნათ დიდი და კონკურენტუნარიანი ევროზონა და ამიტომ, ევროკავშირის სხვა, ნაკლებად მოწესრიგებულ წევრებს ევროზონაში გაერთიანებაზე ნება დართეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ ნაწილობრივ აკმაყოფილებდნენ მაასტრიხტის კრიტერიუმებს.
დღეისათვის ევროზონაში გაერთიანების საკითხებს განაგებს ე.წ. ევრო-ჯგუფი, რომელშიც შედიან ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები და მას უძღვება ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრი ჟან კლოდ იუნკერი.
მაასტრიხტის შემდეგ სუსტი სახლემწიფოების ლიდერებმა არ გაატარეს მკაცრი საბიუჯეტო ზომები ბოლომდე შიდა პოლიტიკური სირთულეების გამო. პოლიტიკური ფასი მაასტრიხტის მანდატით გათვალისწინებული მოთხოვნების გატარებისა იყო ზედმეტად მარალი ისეთი ქვეყნებისათვის, როგორიცაა იტალია, საბერძნეთი, ესპანეთი და ისინი შეუერთდნენ ევროზონას ღრმა ცვლილებების გარეშე. ამის მიერ გამოწვეული შესაძლო საშიშროება მაშინვე თვალნათელი არ იყო, რადგან ევროპის პერიფერიის ქვეყნები ევროს შემოტანის პირველ წლებში ეკონომიკური საქმიანობის ბუმიოს პირობებში ცხოვრობდნენ. მეზობელი სახელმწიფოებიდან კაპიტალის შემოდინება გაიზარდა და ასევე, მათ ადვილად მიუწვდათ ხელი ევროზონის კრედიტზეც. მაგრამ, ამავე დროს, ამ პერიფერიული ქვეყნების მწარმოებლური წარმადობა იყო შეზღუდლი მათი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შემცირებით და სამუშაო ძალის ბაზრის სიხისტით.
ეს სისისტეები შეუიარაღებელი თვალისათვის შესამჩნევი გახდა 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისის ფონზე. ლიკვიდურობა, ანუ თავისუფალი კრედიტი სწრაფად ამოშრა და რამდენიმე ქვეყანა აღმოჩნდა გადაჭარბებული ბიუჯეტის დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის პირობებში, სადაც სახელმწიფო ვალი უფრო დიდი იყო, ვიდრე მათი ეროვნული შემოსავალი.
უკვე 2010 წლისათვის სახელმწიფო ვალის კრიზისი რამდენიმე ქვეყანაში და განსაკუთრებით საბერძნეთში უსწრაფესად ვრცელდებოდა და ევროზონის მომავალს ემუქრებოდა. იმ წელს ევროკავშირმა და სავალუტო ფონდმა გამოისყიდეს საბერძნეთი, ირალნდია და პორტუგალია. ასევე, ამა წლის ზაფხულში საბერძნეთს მეორე ტრანშის დახმარება გაუწიეს, რათა შეძლოს ქვეყანამ საკუთარი ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს 2014 წლის ჩათვლით.
მაგრამ ევროპის ლიდერები საკმაოდ ზანტად მოქმედებენ და შიში სახელმწიფო ვალის გადადების შესახებ ევროზონის სხვა ქვეყნებზე გაიზარდა შემოდგომაზე და ევროპის ლიდერები საერთაშორისო ბაზრის კიდევ უფრო მკაცრი პრესინგის ქვეშ აღმოჩდნენ.
საბერძნეთი

მოსახლეობა 11,2 მილიონი, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 39 600 დოლარი. საბერძნეთის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია სამომხმარებლო საქონელი, ნედლეული, ტრანსპორტი, ტურიზმი. ვალი/მშპ - 144%, 2012 წლისთვის ის სავარაუდოდ 160%-დე გაიზრდება, დეფიციტი/მშპ - 10,5%.
საბერძნეთის ვალსი კრიზისი შედეგია მისი მასიური უპასუხისმგებლო ხარჯვის და მოხმარების. ამას დაემატა არაეკონომიკური ზრდა ხელფასების და ბენეფიტების მას შემდეგ, რაც ქვეყანა ევროზონას შეუერთდა. 2009 წელს აღმოჩნდა, რომ საბერძნეთმა დამალა თავისი რეალური ბალანსი გლობალურ ფინანსურ კრიზისამდე, რათა მას დაემალა მისი რეალური ვალი და არ ეჩვენებინა ის სხვებისათვის. საბერძნეთის სახელმწიფო ვალის კრიზისის უმთავრესი მიზეზების სფეროებია დეფიციტური ხარჯვა, არასწორი ეკონომიკური მართვა ან უფრო სწორედ უმართაობა, მთავრობის აღრიცხვიანობის დამალვა და გადასახადები აკრეფა.
2010 წელს ევროკომისიამ, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა და სავალუტო ფონდმა შექმნეს დროებითი ფონდი, ევროპული ფინანსური სტაბილურობის ფასილიტაცია და ამ ფონდიდან საბერძნეთს მიეცა 163 მილიარდი დოლარი დამატებითი ვალი იმ პირობით, რომ ბერძნები განახორციელებდნენ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის, ანუ სახელმწიფო ხარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას. 2011 წელს აშკარა გახდა, რომ საბერძნეთი ამ პირობას ვერ ასრულებდა და ოქტომბრის ბოლოს საბერძნეთი დეფოლტის პირას კვლავ იღებს მეორე გამოსყიდვის ტრანშს, ამჯერად 179 მილიარდ დოლარს. ამ ახალმა შეთანხმებამ და მკაცრმა მოთხოვნებმა სახელმწიფო ხარჯების შემცირებაზე გამოიწვია პოლიტიკური მწვავე კრიზისი და გიორგი პაპანდრეოსის მთავრობის გადადგომა და ე.წ. ტექნოკრატების მთავრობის ფორმირება, ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება, რათა მოხდეს უკიდურესად არაპოპულარული საბიუჯეტო ღონისძიებების გატარება.
ირლანდია
მოსახლეობა 4,4 მილიონი, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 37 300 დოლარი. ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელია უცხოელების საკუთრებაში მყოფი ინდუსტრიული ბაზა, საფინანსო სექტორი, ტურიზმი. ვალი/მშპ - 94%, დეფიციტი/მშპ - 32%.
ირლანდიის შემთხვევაში კრიზისი იქნა გამოწვეული ბანკის დეფოლტის კრიზისით, რაც იყო პირდაპირი შედეგი სახლებზე ფასების ბუშტის გასკდომის, რომელიც, თავის მხრივ გაიბერა არასაკმაოდ კაპიტალიზირებული ბანკებისაგან კრედიტების მასიური გაცემით. კოლაფსი მოხდა 2008 წელს. ორლანდიურმა ეკონომიკამ 10%-იანი შეკვეცა განიცადა 2008-2009 წლებში. უმუშევრობა 4,5%-დან 13%-მდე გაიზარდა. სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირებისა და გადასახადის გაზრდის პირობით ირლანდიამაც მიიღო ევროკავშირისა და სავალუტო ფონდის დახმარება 112 მილიარდიანი კრედიტის სახით.
პორტუგალია
მოსახლეობა 10,7 მილიონი, ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავალი 23 000 დოლარი; ვალი/მშპ - 83,2%, დეფიციტი/მშპ - 9,1%.

იტალია
ოქტომბრის ბოლოს სახელმწიფო ვალის კრიზისმა იტალიისკენ გადაინაცვლა. ეს ევროზონის მესამე ეკონომიკაა სიდიდით. ბაზარმა დაკარგა რწმენა ბერლუსკონის უნარზე გაეტარებინა მკაცრი საბიუჯეტო ზომები. მისი ვალი გაძვირდა - იტალიური ბონდის პროცენტი 7%-ს გასცდა და მისი მომსახურეობა შეუძლებელი გახდა. იტალიის ვალი 2,6 ტრილიონი დოლარია, მისი ვალი/მშპ - 115%-ზე მეტია. აქაც, ბერლუსკონი მთავრობა გადადგა და ტექნოკრატების მთავრობა ჩამოყალიბდა - დროებითი ეროვნული თანხმობის მთავრობა, ისევე, როგორც საბერძნეთში, რათა გატარდეს სწრაფი საბიუჯერო ზომები - სახელმწიფო ხარჯების შემცირება, გადასახადების გაზრდა, საპენსიო ასაკის აწევა. ესპანეთიც ამ დავალების გადადების საფრთხიოს ქვეშაა.
თუ ევროკავშირმა შეძლო ამ კრიზისის დაძლევა, დიდი შანსია, რომ მოხდეს შემდეგი ნაბიჯების გადადგმა მათი შემდგომი ეკონომიკური და ასევე პოლიტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. მოხდება ეკონომიკური და ფისკალური მმართველობის ცენტრალიზება. მონეტარული ერთობა წარუმატებელია ფისკალური ერთობის გარეშე. იმისათვის, რომ ერთიანმა ვალუტამ იფუნქციონიროს, აუცილებელია ერთიანი ფისკალური პოლიტიკა და ორგანო, რომელიც ამას გაატარებს. ამის გარეშე დიდია ალბათობა, რომ ერთი წლის შემდეგ ევროზონა იქნება ბევრად მცირე, ვიდრე ის დღეს არის. ევროზონასთან შეერთების შემდეგ საბერძნეთის პოლიტიკა იყო ისესხე და ხარჯე, ახლა კი ეს პრობლემატური ქვეყნები კრიზიში არიან, რადგან არა აქვთ ეროვნული ბანკები, რომ ისესხონ, ანუ დაბეჭდონ საკუთარი ვალუტა და მოახდინონ ვალუტის დევალვაცია და ამით აღადგინონ კონკურენტუნარიანობა ისე, როგორც 1998 სლის აგვისტოში მოხდა რუსეთში. მაშინ რუბლის დევალვაციამ ხელი შეუწყო რუსული ეკონომიკის აღდგენას, თუმც კი დიდი ხარჯისა და ტკივილის ხარჯზე.
ამავე დროს, ამ სავალუტი კრიზისში მყოფი ქვეყნები იძულებულნი არიან, როგორც პირობა საგანგაშო დამატებითი კრედიტის მიღებისა, გაატარონ დრაკონული ზომები ხარჯკის შემცირებისა და გადასახადების გაზრდის, რათა აღმოფხვრან დეფიციტი. ეს კი მოსახლეობაზე უკიდურესად მტკიოვნეულ გავლენას ახდენს ბენეფიტების, პროგრამების, შემცირების, უმუშევრობის გაზრდის და ა.შ. სახით. ეს მათ ეკონომიკას კიდევ უფრო დიდ რეცესიაში აგდებს, რაც იწვევს მაღალ უმუშევრობას და შესაბამისად ნაკლებ საშემოსავლო გადასახადს მთავრობისთვის და ასევე უფრო მეტ უმუშევართა დაზღვევის გადასახადს მთავრობის მხრიდან, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ფინანსურ კრიზისს.
ევრომ ქვეყნები დატოვა ორი მტავარი ეკონომიკური ინსტრუმენტის გარეშე, რაც აუცილებელია ეკონომიკის შეგუებისა და ფუნქციონერებისათვის - საპროცენტო ანარიცხი და ვალუტის კურსი.
ერთიანი ფისკალური ორგანის გარეშე ერთიანი ეკონომიკური ბაზარი ქმნის კონკურენციის საშუალებას ევროკავშირის შიგნით ქვეყნების საგადასახადო სისტემებს შორის, რათა მათ მოიზიდონ დამატებითი ინვესტიციები და გაზარდონ საკუტარი ეკონომიკის წარმადობის დონე. საჭიროა ერთიანი ფისკალური პოლიტიკა იმისათვის, რომ ევროპულმა სავალუტო ერთობამ იმუშაოს. გაზიარებული სუვერენიტეტი საგადასახადო სისტემაზე, ხარჯვაზე და სახელმწიფო ვალის აღებაზე.
ისმის კითხვა, რა გავლენას ახდენს ეს ყოველივე საქართველოზე?
საქართველოს ეკონომიკა არის პრიმიტიული, არაპროდუქტიული, არაკონკურენტუნარიანი და იგი არ არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკასთან. და მაინც, როგორ გადმოითარგმნება ეს კრიზისი ჩვენთან? ჯერ ერთი, მოხდება ევროპის ქვეყნებს შორის კიდევ უფრო მეტი დიფერენციაცია და ასევე დაახლოება და არავითარ შემთხვევაში ადგილი არ ექნება ევროპის ხელოვნურ გაფართოებას სუსტი ქვეყნების შემოყვანით.
გარდა ამისა, ევროპას ელის დეკადა დაბალი ეკონომიკური ზრდის, მაღალი სახელმწიფო ვალის, მაღალი უმუშევრობის, განსაკუთრებით კი დაბალკვალიფიციური მუშახელის და ემიგრანტების. ჩვენი ემიგრანტების მიერ საქარელოში გამოგზავნილი ვალუტის მოცულობები შემცირდება.

No comments:
Post a Comment