რუსეთის სახელმწიფოს მომავალი ქმედებების გაგებისათვის აუცილებელია მისი ისტორიული ქცევის ანალიზი. გავიხსენოთ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ყირიმის ომში დამარცხებული და შოკირებული რუსეთის რეაქცია. რუსეთის იმჟამინდელმა წარჩინებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის მიდგომას უწოდა "სოსრედოტოჩენიე", ხოლო სტოლიპინმა თავის პოლიტიკას "პერედიშკა" უწოდა. ორივე შემთხვევაში ძირითადი პრინციპი იყო ის, რომ ქვეყანა უნდა იქნეს კონცენტრირებული მის შიდა პრობლემატიკაზე, ჯერ მოახდინოს შიდა ძალების კონსოლიდაცია, სანამ გადავიდოდეს აგრესიულ საგარეო პოლიტიკაზე. სწორედ ამიტომ იყო, რომ რუსეთის პოსტსაბჭოთა პირველი წლების საგარეო პოლიტიკა იყო დასავლეთთან დაახლოებისა და მისდამი დაქვემდებარების პოლიტიკა. რაღა თქმა უნდა ეს დაახლოება ნაკლებად იყო განპირობებული ამ ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროს პოლიტიკური მიზნების დაახლოებით. დროებითი დაახლოების მთავარი მიზეზი რუსეთის შესუსტებული საერთაშორისო პოზიცია იყო. რუსეთი აცნობიერებდა უპირველესად ქვეყნის შიდა კონსოლიდაციის აუცილებლობას, რაც არაერთხელ მოუხერხებია საკუთარი ისტორიის მანძილზე. ახლა კი, ბუნებრივია, როდესაც რუსეთის შედარებითი ეკონომიკური სიძლიერე და ქვეყნის შიდა კონსოლიდაცია იზრდება, შესაბამისად იგი ეცდება უფრო გაფართოებული საერთაშორისო როლის აღებას, რათა გაზარდოს საკუთარი გავლენა და აგრესიულად დაიცვას საკუთარი უსაფრთხოებაც.
რუსეთის ელიტა საკუთარ ქვეყანას ტრადიციულად ზესახელმწიფოს სტატუსში განიხილავს, რომლის ინტერესებიც მთელს მსოფლიოზე ვრცელდება და აქედან გამომდინარეობს მათი უფლება, რომ რუსეთს შეუთანხმდენ ყველა საერთაშორისო საკითხის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც საკითხი რუსეთის პირდაპირ ინტერესებს არც კი ეხება.
ხშირად ისეც ჩანს, რომ რუსეთი მისი განსაკუთრებული როლის აღიარებით უფროა დაინტერესებული, ვიდრე ამ როლის პასუხისმგებლურად გამოყენებით და ამა თუ იმ საერთაშორისო პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტილებების ძიებით და რეალიზებით.
რუსეთის სახელმწიფოს არსის ღრმად ჩასაწვდომად აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ რუსეთის იდენტურობა ძირითადად ხასიათდება ე.წ. სტატიზმით ანუ "გოსუდარსტვენნოსტ", ეს არის იდეა, რომ სახელმწიფომ უნდა ითამაშოს წამყვანი როლი ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეროვნული ინტერესი საგარეო ურთიერთობებში უნდა განისაზღვროს, როგორც სახელმწიფოს კეთილდღეობის დამცველი და არა მოქალაქისა. "გოსუდარსტვენნოსტ" ასევე მოიცავს აქცენტის გაკეთებას ფიზიკურ ძალაზე, როგორც პრინციპულ კრიტერიუმზე, რითიც განისჯება სახელმწიფოს სიძლიერე.
შესაძლებელია რუსეთის წარმატება ასეთ პირობებში? შეძლებს ის საკუთარი ეკონომიკის განვითარებას, ტექნოლოგიურ დაწინაურებას და თანამედროვე ზესახელმწოფოდ ჩამოყალიბებას სახელმწიფოს როლის გაფართოებით ეკონომიკასა და მთლიანად საზოგადოებაში?
ეფექტური მთავრობა გლობალიზაციის პირობებში ისეა საჭირო ქვეყნისთვის, როგორც არასდროს, მაგრამ დომინანტი და მაკონტროლებელი სახელმწიფო არ ნიშნავს ეფექტურ სახელმწიფოს. რუსეთი, რასაკვირველია ეცდება მონაწილეობდეს გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ის ასევე შეეცდება თავი აარიდოს მასთან ღრმად ინტეგრირებას, რადგან ინტეგრირება მოითხოვს სუვერენიტეტზე და ქვეყნის შიგნით ზედმეტ კონტროლზე უარის თქმას, რაც ძნელად წარმოსადგენია, რადგან რუსეთის მმართველობაში გრძელდება ტრადიციულად არსებული სიამაყე და პარანოია.
რუსეთის რეჟიმს ისტორიულად გარე მტერი სჭირდება, რათა შეინარჩუნოს შიდა დისციპლინა და კონტროლი, მაგრამ ისინი ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ რუსეთის მომავლის ყველაზე დიდი საშიშროება გარე მტერი კი არა, არამედ შიდა ფაქტორტა კომბინაციაა - მწვავე დემოგრაფიული კრიზისი, ავტორიტარული პოლიტიკური ხელმძღვანელებისადმი მყარი ნდობის არ არსებობა, სუსტი სამრეწველო სექტორი (რომელიც კვლავაც ექსკლუზიურად ბუნებრივ რესურსებს ეფუძნება), მთელს საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი უნივერსალური კორუფცია, ბიუროკრატიიტ დამძიმებული სახელმწიფო სექტორი, პოლიტიკური კულტურის მწირი ტრადიცია.
იგივე კონტექსტში, შეუძლებელია რუსეთის სამხედრო ავანტიურის ახსნა საქართველოს წინააღმდეგ მისი ემოციური მდგომარეობის გარეშე. ის განცდა სიამაყისა და პარანოიისა რუსეთის მმართველობაში, ვინც რუსეთს დღევანდელი სისუსტის მიუხედავად მაინც თვლის ზესახელმწიფოდ, შესაბამისად ზსახელმწიფოს არ სჭირდება მოქმედება იგივე წესებითა და შეზღუდვებით, რითაც სხვა სახელმწიფოები მოქმედებენ. ეს განცდა რუსეთში ასევე განპირობებული იყო რუსეთის ერთ-ერთი ფუნდამენტალური და საუკუნეების მანძილზე არსებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესით - ეს არის მისი მოთხოვნა საზღვრისპირა ქვეყნებში მეგობრული მთავრობების არსებობის შესახებ. ამის გამო რუსეთმა მისთვის ყველაზე ხელსაყრელ წერტილში კონცენტრირებული აგრესიით აგვისტოს ომში არა მარტო ქართველებს, არამედ უპირველესად დანარჩენ მსოფლიოს განუცხადა: "თქვენ 1989 წლიდან ბედავთ ჩვენს დაცინვას, ანგარიშს არ გვიწევთ. რუსეთის დამცირების დრო დამთავრდა. ჩვენ მზად ვართ აღვიდგინოთ იმედის განცდა თქვენი შიშის საფუძველზე. იმპერიული, ძლიერი რუსეთი დაბრუნდა!"
დასავლეთის მიერ რუსეთი აღქმულია როგორც ქვეყანა, რომელსაც ჯერაც არ დავიწყებია თავისი ისტორიული წარსული და უმეტეს შემთხვევაში არ გააჩნია სურვილი ითამაშოს პასუხისმგებლური და კონსტრუქციული როლი საერთაშორისო სისტემაში. ხშირად დასავლეთსა და რუსეთს შორის შეუსაბამობა წარმოიშვება იმით, რომ რუსები ტრადიციულად ცდილობენ ხოლმე მოლაპარაკებას კონკრეტულ გარიგებაზე, "სდელკაზე", ხოლო დასავლეთი, როგორც წესი მოლაპარაკებას იწყებს თამაშის წესებზე და პროცესზე. ამის შედეგად დასავლეთი, კერძოდ აშშ აგრძელებს ორმაგ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში. ერთის მხრივ ცდილობს, რომ შეზღუდოს რუსეთის გავლენის გაფართოება (განსაკუთრებით რუსეთის საზღვრის გარშემო), მეორეს მხრივ კი აცხადებს რუსეთთან უფრო კოოპერირებული ურთიერთობების სურვილსა და დაინტერესებას.
აქვე უნდა ითქვას, რომ დასვლეთის პოტენციალი ზემოქმედება მოახდინოს რუსეთის განვითარებაზე, შეზღუდულია, განსაკუთრებით მისი შიდა პოლიტიკის კუთხით. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, დასავლეთს აქ აქვს გაცილებით მეტი შესაძლებლობები.
ობიეტურობისათვის უნდა ითქვას, რომ რუსეთის განახლებულმა განცდამ თვითრწმენისა და იმედიანობისა, რაც დამცირებიდან ამოსვლასტან არის დაკავშირებული, რომელსაც იგი განიცდიდა ცივი ომის დასრულების პირველ წლებში, განაპირობა კავკასიაშ სტატუს-ქვოს ასეთი აგრესიული ფორმით შეცვლისა და საკუთარი იმპერიული სტატუსის აღდგენის ჯერ კიდევ არ დასრულებული მოქმედებები. რუსეთის ეს ნაბიჯები გარკვეულ მსგავსებაშია ბუშის ადმინისტრაციის ზედმეტად თავდაჯერებულობასთან. ამერიკაც ხომ საკუთარი სამხედრო სიძლიერისა და დემოკრატიის იდეის უნივერსალიზმში დარწმუნებული, დემოკრატიის სახელით ცდილობდა ცდილობდა არსებული სტატუს-ქვოს შეცვლას ახლო აღმოსავლეთში. რაოდენ პარადოქსალურიც არ უნდა მოგვეჩვენოს ამერიკისა და რუსეთის ქმედებებს შორის იმაზე მეტი მსგავსებაა, ვიდრე მათ ამის აღიარება სურთ.
დღეს, მას შემდეგ, რაც ცივი ომი დასრულდა და საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ისმის კითხვა: სად არის რუსეთის ადგილი? ევროპულ დასავლეთში? - რუსეთის კულტურული თვალსაზრისით ეს გამართლებულია და გარკვეულწილად ასეც არის! იქნებ აზიურ აღმოსავლეთში? - თუ გავითვალისწინებთ რუსეთის პოლიტიკის ტრადიციულ ფლირტს აღმოსავლურ დესპოტიზმთან, არც ეს ვარიანტია აზრს მოკლებული.
რადგან ჩვენ რუსეთის ქმედებების გარკვევა და მისი ემოციური განცდების ანალიზი, საინტერესოა ერთ-ერთი ფრანგი მეცნიერის - რომელიც გეოპოლიტიკაში ემოციების ჩვენეული მოდელის მკვლევარია - მოგონება. იგი იხსენებს 2000 წელს, როდესაც პუტინი პარიზში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. სადილზე, რომელიც პუტინის საპატივსაცემოდ მოეწყო, ფრანგმა მასპინძელმა მას კითხვა დაუსვა თუ რომელი მოღვაწისა და ლიდერის სურათებია გაკრული საპრეზიდენტო კაბინეტში? პუტინის პასუხმაც არ დააყოვნა, როგორც ჩანს ამაზე მას მანამდეც ჰქონდა ნაფიქრი. "მე მაქვს სამი პორტრეტი, პეტრე დიდი, პუშკინი და დე გოლი". საინტერესო არჩევანია. პეტრე დიდი - დამაარსებელი უახლესი რუსული იმპერიისა და სახელმწიფოსი; პუშკინი - რუსული კულტურის განსხეულება; დე გოლი - ავტორი საფრანგეთის რეკონსტრუქციისა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ასევე მის სახელთანაა დაკავშირებული საფრანგეთის განახლებული განცდა საკუთარი მნიშვნელობისა მსოფლიო ასპარეზზე.
სადილზე დამსწრე ფრანგი მეცნიერების აზრით, პუტინის მიერ დე გოლის არჩევა მრავლისმეტყველი იყო და კარგად უსვამდა ხაზს თავად პუტინის, როგორც თანამედროვე რუსეთის ლიდერის წინაშე არსებული სიძნელეების მთელ გამას. დე გოლიც ასევე იყო დამცირებული და შეურაწყოფილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში ამერიკის მხრიდან, რომელიც თვლიდა, რომ დასავლეთის ლიდერის როლი ავტომატურად გადავიდა ახალგაზრდა, მძლავრი და მდიდარი ამერიკის ხელში. რაც, რაღა თქმა უნდა, არსებული რეალობა იყო, თუ გავითვალისწინებთ იმდროინდელ ნანგრევებად ქცეულსა და თვითგანადგურებულ ევროპას.
იმ სამი ძირითადი ემოციიდან, რომელიც დღეს ერთმანეთს ებრძვის რუსეთის გონებაში, დამცირება ალბათ ყველაზე ადვილად გასაგებია გარე დამკვირვებლისათვის. 1989 წლიდან 1991 წლამდე, ორი წლის განმავლობაში ბერლინის კედლის დაცემიდან საბჭოთა კავშირის დანგრევამდე რუსეთმა დაკარგა საუკუნეების მანძილზე ნაშენები იმპერია და ზესახელმწიფოს სტატუსი. ეს ყველაფერი უკიდურესი ეკონომიკური გაჩნაგებისა და შიმშილის ფონზე მიმდინარეობდა. რუსული ცხოვრების აქამდე არსებული ნორმები და ღირებულებები თავდაყირა დადგა. მათთვის მიუღებელი კაპიტალიზმი, ლიბერალიზმი და დემოკრატია უცბად იქნა აღიარებული ერთადერთ სწორ და მისაღებ ღირებულებად, სოციალიზმი და კომუნიზმი კი ასევე სწრაფად იქნა მიჩნეული ყალბ, საზიანო სწავლებად. რუსეთმა განიცადა შოკისმომგვრელი მარცხი და დაკარგა საერთაშორისო სტატუსი. მსოფლიოს ორი სუპერსახელმწიფოდან ერთ-ერთი მხოლოდ სათამაშო კარტად იქცა მეორე სუპერსახელმწიფოს დიპლომატების ხელში.
რუსეთის ჭრილობებს მარილს აყრიდა ის ფაქტიც, რომ რუსეთის იდენტობის სამი ძირითადი ასპექტი - სახელმწიფო, იმპერია და არმია ერთდროულად ჩამოიშალა. დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიებისაგან განსხვავებით, რუსეთმა დაკარგა იმპერია, რომელიც თავად დედა რუსეთის ძირეული ტერიტორიისაგან ოკეანეებით არ იყო დაშორებული, მომიჯნავე უკაინა, ბელორუსი, ბალტიისპირეთი, შუა აზია, კავკასია ფაქტიურად ერთ ღამეში რუსეთის სიამაყის წყაროდან მის მთავარ საფრთხედ და სადარდებლად გადაიქცა.
ბალტიელების, უკრაინელების, ქართველების და სხვათა მიერ ახლადმოპოვეული დამოუკიდებლობა და დიპლომატიურ-პოლიტიკური თავისუფლება რუსებისათვის იყო განუწყვეტელი და მტკივნეული შეხსენება რუსეთის იმპერიის დასამერების. იმპერიის დანგრევიდან რამდენიმე წელიწადში, როდესაც ამ ახლადგამოჩეკილმა, ყოფილმა კოლონიებმა დასავლეთის წაქეზებით, რუსეთთან კონფრონტაციით NATO-წევრობა მოინდომეს დამცირების განცდამ რუსებში აშკარად გამოკვეთილი სახე მიიღო.
დამცირება-შეურაწყოფას რუსეთში თან სდევდა შიშიც, რომელიც უფრო გაღვივდა ქვეყნის ქსენოფობიური ტრადიიციით, რაც კიდევ უფრო მეტად იყო მანიპულირებული და გადაჭარბებული პოლიტიკური მიზნით. ასეთ გარემოში ჩეჩნეთი რუსეთის მიერ აღქმული იყო, როგორც სამხედრო გამარჯვება. თუმც კი ნგრევისა და არნახული ტანჯვის ხარჯზე, მაგრამ რუსების თვალში რუსული წესრიგი მაინც აღსდგა გროზნოში. რუსეთის გამარჯვება დამარცხებაზე უარესი აღმოჩნდა. ჩეჩნეთის კომფლიქტმა გამოაჩინა და გაამძაფრა რუსეთის არსებული პრობლემები: ფართოდ გავრცელებული კორუფცია (განსაკუთრებით მის სამხედრო ძალებში), მისი სრული დამოკიდებულება შეუკავებელ ძალადობაზე, მთელს ქვეყანაში გავრცელებული არასწორი პრიორიტეტები, უუნარო პოლიტიკური ლიდერები (კონცენტრირებულნი სახელმწიფო ძალაუფლების უზომოდ გაზრდაზე და არა მათი მოქალაქეების კეთილდღეობაზე). საბოლოოდ გამოაშკარავდა რუსეთის უუნარობა აესენებინათ - მათსავე საყვარელ სიტყვას თუ ვიხმართ - ნორმალური და ცივილიზებული ქვეყანა, სადაც კანონის უზენაესობა იზეიმებს.
მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელ რუსეთში დამცირებისა და შიშის ემოციას თან სდევს უჩვეულო გამონათება იმედისა მაგრამ სრულად მატერიალისტური თვალსაზრისით. თუ კი უმრავლესობა რუსებისა თავს გრძნობს უკეთესად თუნდაც 5 თუ 10 წლის წინანდელთნ შედარებით, ეს იმიტომაა, რომ დღეს რუსეთი უკეთეს მდგომარეობაშია, იქ საცხოვრებელი პიროპები მკვეთრად გაუმჯობესებულია და ეს გრძელდება, ეკონომიკური ზრდა რუსეთში ბოლო ათი წლის მანძილზე წელიწადში 8%-ს აჭარბებს, ამას რაღა თქმა უნდა, არაფერი საერთო არ აქვს განახლებულ სულერი და იდეოლოგიურ იმედდთან, როგორიც მაგალითად რუსეთში იყო მომძლავრებული 1917 წლის რევოლუციის პირველ წლებში, და რომელიც, სამწუხაროდ დამთრგუნველი იდეოლოგიისა და რეპრესიების ფონზე დიდხანს ვეღარ შენარჩუნდა. რაოდენ ირონიულიც არ უნდა იყოს, დღევანდელი იმედიანობის განცდა რუსეთში თითქმის მარქსისტულია თვისი ბუნებით, იმ კუთხით, რომ ეს იმედი ძირითადად განპირობებულია მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით. დღევანდელი მატერიალიზმის თანამგზავრი რუსეთში არის ნაციონალიზმი და უფრო ხშირად შოვნიზმიც, განახლებული განცდა სიამაყისა. ამ სიამაყის და არა იმედის მანიფესტაცია რუსეთში დღეს განსაკუთრებით ხდება სპორტში, ოლიმპიურ თამაშებში - განსაკუთრებული მოლოდინია სოჭის ოლიმპიადის.
თუ ეკონომიკურ გაჯანსაღებას თან სდევს სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვა და ავტოკრატია, მერე რა?! რუსებს ხომ არასდროს დაუფუძნებიათ საკუთარი ღირსება, თავმოყვარეობა და ეროვნული სიამაყე დასავლური ყაიდის დემოკრატიის შექმნის უნარსა თუ უუნარობაზე. უფრო მეტიც, გორბაჩოვის ხანა და ელცინის მმართველობის წლები, როდესაც შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების საფუძვლები და დემოკრატიის სუსტი, მარგამ მაინც გარკვეული იმპულსები, დამცირების ხანად არის ჩათვლილი რუსების უმრავლესობის მიერ. დემოკრატია იყო ჩათვლილი სისუსტის ნიშნად რუსეთში, თუმცა არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ისიც, რომ ეს არ იყო ნამდვილი დემოკრატია, ადგილი ჰქონდა ქაოსს, უასამართლობას, ძარცვას, ქვეყნის მმართველობის მოშლას. მათი პრეზიდენტის კომიკური ფიზიკური კონდიციები, მისი იმპულსურობა და დეგრადირება, ოლიგარქების და სხვა ლიდერების თავაშვებულობა და ყველასათვის ადვილად დასანახი გარყვნილება-გახრწნა, ღირსების აყრა და ყოველდღიური დამცირება ჩვეულებრივი მოქალაქეებისა.
პუტინმა ეს ყველაფერი და რუსეთის ფსიქიკაც ზედმიწევნით კარგად იცოდა, ძნელია უარყოფა პროგრესისა და იმედის იმ განცდისა, რომელიც პუტინის მმართველობის პირობებში შეიქმნა. რუსეთის დაკარგული სტატუსის დაბრუნების განცდის შექმნას რასაკვირველია დიდად დაეხმარა ნავთობსა და გაზზე არსებული მაღალი ფასები, რომელიც მომავალშიც შენარჩუნებული იქნება.
რასაკვირველია აქ უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რაზეც რატომღაც არ საუბრობენ. პუტინი იყო იღბლიანი, მას გაუმართლა, რადგან იგი მოვიდა მმართველობაში მაშინ, როდესაც პოზიტიური შედეგები - განპირობებული ელცინის დროინდელი და ადრეული რეფორმებითა და რუბლის დევალვაციით - უკვე ხელშესახები გახდა. ნავთობისა და გაზის ფასებმა სწორედ მაშინ დაიწყეს მაღლა სვლა, როდესაც პუტინმა მიიღო საპრეზიდენტო ბერკეტები. ამავე დროს, რასაკვირველია, პუტინი იმსახურებს შექებას საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებისათვის, ბიუჯეტის დაბალანსებისთვის, სარეზერვო ფონდის შექნისთვის, ფისკალური დისციპლინის დამყარებისთვის. მაგრამ, ამავე დროს, მისი რეჟიმის მიერ ექსპროპირებული კერძო ბიზნესები და საერთოდ, მის მიერ ბიზნესის კონტროლი უარყოფითად მოქმედებდა უცხოური ინსვესტიციებისა და ეკონომიკის ზრდაზე.
რუსების უმრაველესობა გახარებულია იმ ფაქტით, რომ ”რუსეთი დაბრუნდა” ისინი დიდად არ ნაღვლობენ იმის გამო, რომ ”რუსეთის დაბრუნება” შეიძლება ნიშნავდეს კვლავაც გაღრმავებას ისედაც დიდი სხვაობისა დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკურ კულტურებს შორის.
რუსულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას აღმოსავლური დესპოტიზმის ფატალურობა არანაირი ფორმით, რუსები უკეთეს მომავალს იმსახურებენ!
როგორც რუსული კულტურის პატივისმცემელს მიმაჩნია, რომ რუსების მთვარი ამოცანაა შეამცირონ ის დიდი ხარისხობრივი სხვაობა, რაც მათ არტისტულ და ლიტერატურულ კულტურასა და ჩამორჩენილ პოლიტიკურ კულტურას შორის არსებობს.
რუსეთისთვის არსებული პოლიტიკური სტატუს-ქვოს შენარჩუნება და გაგრძელება ნიშნავს მის დაქვეითებასა და დაკნინებას!

No comments:
Post a Comment